საქართველოში მიმდინარე პროცესთან დაკავშირებით ქვეყნის პრეზიდენტმა რამდენიმე ინტერვიუში ისაუბრა. როგორც სალომე ზურაბიშვილი აღნიშნავს, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი საქართველოს ევროინტეგრაციას აზიანებს. პრეზიდენტის გზავნილები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებსაც შეეხება. ზურაბიშვილის გახმოვანებულ გზავნილებს პოლიტიკურ სპექტრში უკვე გამოეხმაურნენ. რას აცხადებენ ამ საკითხზე ქართველი პოლიტიკოსები და როგორ აფასებენ ისინი სალომე ზურაბიშვილის ბოლოდროინდელ ინტერვიუებს.