გარემოს დაცვის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ სამინისტროს ორგანიზებით და „საქართველოს მოცვის მწარმოებელთა ასოციაციის“ მხარდაჭერით გამართული ლურჯი მოცვის ფორუმი გახსნა. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს პარლამენტის აგრარული კომიტეტის, სოფლის განვითარების სააგენტოს, სავაჭრო პალატის წარმომადგენლებმა, ასევე საერთაშორისო კონსულტანტებმა და საქართველოს მოცვის მწარმოებელთა ასოციაციის წევრებმა. ფორუმის ფარგლებში, პანელური დისკუსიის ფორმატში, ლურჯი მოცვის, როგორც სტრატეგიული დარგის განვითარებაზე მსჯელობა გაიმართა. მხარეებმა ასევე ისაუბრეს სახელმწიფოს მხრიდან არსებულ პროგრამებზე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ბაღების გაშენების მნიშვნელობაზე, მოცვის ინდუსტრიაში ასოციაციის როლზე, გამოწვევებსა და პერსპექტივებზე.