მასშტაბური ახალგაზრდული ფესტივალი „სტუდფესტი 2024“ გრძელდება. ფესტივალის ფარგლებში უნივერსიტეტების გუნდები შვიდკაცა რაგბის ტურნირში ჩაერთნენ. ტურნირის შედეგად გამოვლინდა სამი გამარჯვებული გუნდი: პირველი ადგილი აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტმა, მეორე ადგილი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა, ხოლო მესამე ადგილი სპორტის უნივერსიტეტმა დაიკავა. „სტუდფესტი 2024“ საქართველოს განათლების სამინისტროს ინიციატივით, ახალგაზრდობის სააგენტოს, ქალაქ თბილისის მერიისა და საქართველოს სტუდენტური ორგანიზაციების ასოციაციის ორგანიზებით იმართება და მასში ყველა უნივერსიტეტის 25 000-მდე სტუდენტი მონაწილეობს.