ირანის სახელმწიფო მედია ისფაჰანის პროვინციაზე განხორციელებული თავდასხმის შემდეგ იუწყება, რომ რეგიონში ყველა ობიექტი, მათ შორის მნიშვნელოვანი ბირთვული ობიექტები დაცულია. გარდა ამისა, CNN-ი წერს, რომ აღნიშნულ თავდასხმას ისფაჰანის მახლობლად მდებარე მნიშვნელოვანი ობიექტები საგრძნობლად არ დაუზიანებია. სახელმწიფო მედიის ინფორმაციით, ისრაელის თვითმფრინავი ირანის საჰაერო სივრცეში არ შესულა. ისრაელს ამ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ოფიციალურად ამ დრომდე არ აუღია. ამავდროულად, ირანმა შეჩერებული ფრენები აღადგინა. ამის შესახებ ქვეყნის სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციაში განაცხადეს. ისრაელმა ირანზე სარაკეტო იერიში დილით მიიტანა.