ძლიერი მიწისძვრის შემდეგ დილის 9 საათზე, თურქეთის ქალაქ თოქათიდან 28 კილომეტრში განმეორებითი 3.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. მედიის ცნობით, ბიძგებს რაიმე ტიპის ზიანი არ გამოუწვევია. მანამდე კი, გასულ ღამეს თურქეთის ამავე რეგიონში, ძლიერი მიწისძვრა დაფიქსირდა. ბიძგების სიმძლავრემ 5,6 მაგნიტუდა შეადგინა.