ხმაური საკანონმდებლო ორგანოში - შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის ინტერპელაციის დაწყებიდან მალევე სასესიო დარბაზი ოპოზიციონერ დეპუტატ სალომე სამადაშვილს დაატოვებინეს. უთანხმოება მინისტრის მხრიდან მიმდინარე კვირის განმავლობაში გამართულ საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით გომელაურის შეფასებამ გამოიწვია. მინისტრმა აქციის მონაწილეების მხრიდან პოლიციელების მიმართ დანაშაულებრივ ქმედებებზე მიუთითა. როგორ მიმდინარეობს შინაგან საქმეთა მინისტრის მოსმენა და რა კითხვები აქვთ ოპოზიციონერ დეპუტატებს მასთან.