უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტი კვლავაც საერთაშორისო პარტნიორების კრიტიკის ობიექტია. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტში სიტყვა კრემლიც გამოიყენეს და განაცხადეს რომ თუ მიზანი გამჭვირვალობის ხელშეწყობაა, კრემლის მიერ შთაგონებული კანონმდებლობა შეუსაბამოა. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის გარდა ე.წ რუსული კანონის მიღებას ამერიკის ყოფილი ელჩი საქართველოში კელი დეგნანიც გამოეხმაურა და განაცხადა რომ შესაძლოა, კანონი შემოიღონ იმისთვის, რომ არჩევნებზე საერთაშორისო დამკვირვებლები არ არსებობდნენ. უცვლელია ოპოზიციის მოთხოვნაც. ისინი მმართველ გუნდს კანონპროექტის უკან გაწვევას სთხოვენ. თავისმხრივ საპარლამენტო უმრავლესობისთვის კი მიუღებელია ოპოზიციისა და არასამათავრობო სექტორის მხრიდან მსგავსი ტიპის მოთხოვნები. რა გეგმა აქვს ოპოზიციას და რა განცხადებები კეთდება თემის ირგვლივ.