გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში ერგნეთსა და არბოში, იძულებით გადაადგილებული ოჯახების საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე სათბურები მოეწყო. დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორი, ზურაბ უტიაშვილი შესრულებულ სამუშაოებს ადგილზე გაეცნო. სააგენტო სასათბურე მეურნეობის მხარდაჭერის პროგრამას ყოველწლიურად ატარებს. იძულებით გადაადგილებული ოჯახების საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე, ჯამში, 100-მდე სათბური მოეწყო.