საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის სარდლობის G3 შტაბის უფროსის მოადგილეს, ბრიგადის გენერალ პატრიკ ელისს შეხვდა. მინისტრმა ამერიკულ მხარეს საქართველოს მხარდაჭერისა და სტრატეგიული პარტნიორობისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის სარდლობასთან სამხედრო თანამშრომლობის საკითხებსა და საერთაშორისო სწავლებების ჩატარების მნიშვნელობას. თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა შეხვედრაზე ერთობლივი სწავლების შემაჯამებელი პრეზენტაციაც წარადგინეს.