საპარლამენტო დარბაზში გუშინ შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურს უსმენდნენ, სხდომის დაწყებისას პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშბილმა ოპოზიციონერი დეპუტატი სალომე სამადაშვილი დარბაზიდან გააძევა. ხელისუფლების მხირიდან ძალადობის წახალისებაზე საუბრობს თავად სალომე სამადაშვილი, მისი თქმით ქართულმა ოცნებამ ის სხდომის ჩაშლის მცდელობაში დაადანაშაულა და ძალის გადამეტებით მას სხდომათა დარბაზი დაატოვებინეს. როგორც დეპუტატი აცხადებს მას სიტყვის თავისუფლებას ვერ შეუზღუდავენ და უცხოური ძალის გამჭვირვალობის შესახებ მიღებულ კანონპროექტის წინააღმდეგ ბრძოლას კვლავ გააგრძელებს.