რა გეგმა აქვს ოპოზიციას იმისთვის, რომ მმართველმა პარტიამ უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტი სამივე მოსმენით ვერ მიიღოს - ამ წუთებში სწორედ ამ საკითხზე არასამათავრობო სექტორისა და ოპოზიციის წარმომადგენლები ერთმანეთს ხვდებიან. დღევანდელ შეხვედრას იმ 6-ი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებიც ესწრებიან, რომელთაც საერთო პოზიცია აქვთ იმასთან დაკავშირებით, რომ ისინი აღნიშნული კანონის მეორედ მოსმენის დროს პარლამენტში სრულ მობილიზაციას აცხადებენ.