კომუნიკაციების კომისიამ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის 5G-ის შესახებ საჯარო ლექცია ჩაატარა. შეხვედრის მონაწილეებმა მეხუთე თაობის ტექნოლოგიის, მისი უპირატესობებისა და განმასხვავებელი ნიშნების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს. გარდა ამისა, სტუდენტები ამ მიმართულებით მსოფლიოში არსებულ ტენდენციებს, საქართველოს პერსპექტივებს და ComCom-ის მიერ, ქვეყანაში 5G ინტერნეტის დანერგვის მიზნით განხორციელებულ სამუშაოებს გაეცნენ.