ტურიზმის თემა რომ გავაგრძელოთ, ირკვევა, რომ რუსეთიდან საქართველოს დაახლოებით 40 ათასი ტურისტით ნაკლები ესტუმრა. როგორც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გამოქვეყნებული მონაცემები ცხადყოფს, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში საქართველოს რუსეთიდან 215 468 ვიზიტორი ეწვია, რაც 16.1%-ით ანუ 41 319-ით ნაკლებია, წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. კერძოდ, 2023 წლის 1-ელ კვარტალში ქვეყანაში რუსეთის 256 787 მოქალაქე შემოვიდა. ამავე მონაცემების მიხედვით, მიმდინარე წლის 1-ელ კვარტალში, საქართველოში საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებულმა ვიზიტების მაჩვენებელმა ჯამში, 1 157 347 შეადგინა, შესაბამისად, აქედან 18.6% რუსეთის მოქალაქეების მიერ განხორციელებულ ვიზიტებზე მოდიოდა.