თბილისში პარკირების წესების დარღვევისთვის გამოწერილი ჯარიმები იზრდება. საქართველოს ბიუჯეტის ანგარიშის მიხედვით, მიმდინარე წლის იანვარ-მარტში დედაქალაქში პარკირების დარღვევისთვის გამოწერილი ჯარიმებით ბიუჯეტში 4 403 616 ლარი შევიდა, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში კი ეს მონაცემი 3 579 104 ლარი იყო. ამასთან, მცირედით, მაგრამ მაინც გაზრდილია ზოგადად საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ბიუჯეტში შესული თანხის მოცულობაც. ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, წელს იანვარ-მარტში საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ბიუჯეტში 52 მილიონ 698 ათასი ლარი შევიდა, წინა წლის 3 თვეში კი 52 მილიონ 373 მლნ ლარი.
ცნობისთვის, 2022 წლის შემოდგომიდან პარკირების წესების დარღვევაზე ჯარიმები გაიზარდა, ნაცვლად 10 ლარისა, 50 ლარი გახდა.