“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“კანონპროექტზე ევროპარლამენტში იმსჯელეს. ევროპელმა დეპუტატებმა ქართული ოცნება მწვავედ გააკრტიკეს და თქვეს, რომ საქართველოს ხელისუფლება რუსული კანონს იღებს. ევროპელი პარტნიორები ევროსაბჭოს მოუწოდებენ ბიძინა ივანიშვილს სანქციები დაუწესოს. მათივე თქმით, ვიდრე ქართული ოცნება კანონპროექტის მიღებაზე უარს არ იტყვის, უნდა გადაიხედოს ქვეყნის ფინანსური დახმარების საკითხიც. ევროპარლამენტში ასევე ითქვა, რომ კანონის მიღების შემთხვევაში, საქართველოსთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკება უნდა შეჩერდეს. ევროპელი დეპუტატების თქმით, საქართველოს მთავრობა ქვეყნის ევროპული მომავლის გზაზე დაბრკოლებაა.