საქართველოს პრეზიდენტის მიერ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრების კანდიდატთა შერჩევის მიზნით შექმნილმა კომისიამ საბჭოს წევრობის მსურველებთან გასაუბრება გამართა. კომისიამ ადმინისტრაციაში წარდგენილი 28 კანდიდატის განაცხადიდან, განხილვის შედეგად, სრული კონსენსუსით შერჩეულ 8 კანდიდატს მოუსმინა. კომისიის თავმჯდომარის თამარ სულუხიას განცხადებით, კომისია კიდევ ერთხელ იმსჯელებს ამ კანდიდატების ინტერვიუების თაობაზე, იმისათვის, რომ კონკრეტული სია მიაწოდოს პრეზიდენტს. სებ-ის საბჭოს წევრის 4 ვაკანტური ადგილის დასაკავებლად განაცხადების მიღება პრეზიდენტის ადმინისტრაციაში 2024 წლის 7 თებერვალიდან 1 მარტის ჩათვლით მიმდინარეობდა. ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის სურვილი სულ 28 პირმა გამოთქვა, საიდანაც კომისიამ 8 კანდიდატი შეარჩია.