საქართველოს პარლამენტი უცხოური გავლენის გამჭირვალობის შესახებ კანონპროექტის მეორე მოსმენით განსახილველად ემზადება. ხმაურიან სხდომამდე რამდენიმე დღით ადრე პოლიტიკური პარტიები ისევ ვერ თანხმდებიან ჭირდება თუ არა ქვეყანას კანონპროექტი, რომელიც ქვეყნის დასავლელი პარტნიორების მხრიდან კრიტიკის ობიექტი გახდა. მმართველი გუნდის შეფასებით, უცხოური გავლენის გამჭირვალობის კანონპროექტი ქართველ ხალხს სჭირდება. კვლავ განსხვავებული შეხედულება აქვს ოპოზიციას. მერაბ პაპაშვილი თემის დეტალებით.