თბილისის საქალაქო სასამართლომ „ლელოს“ გენერალურ მდივანს, ირაკლი კუპრაძეს 2500 -ლარიანი ჯარიმა დააკისრა. კუპრაძეს ბრალად ედებოდა აქციაზე პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა და წვრილმანი ხულიგნობა. როგორც სხდომის დასრულების შემდეგ ადვოკატმა თორნიკე ართმელაძემ განაცხადა, ირაკლი კუპრაძეს, მათ შორის ედავებოდნენ პოლიციელის კორდონის გარღვევას, თუმცა კადრებში ჩანს, რომ ირაკლი კუპრაძე ხელებაწეული დგას.