“არა შავ ფულს და კი გამჭირვალობას“ - ამ სლოგანით ორშაბათს, 29 აპრილს პარლამენტთან „ქართული ოცნების“ მიერ ორგანიზებული ე.წ. სახალხო შეკრება გაიმართება. მმართველი პარტიის ოპონენტები და ექსპერტთა ნაწილი აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ მიერ დაგეგმილი შეკრება საზოგადოების გაყოფასა და დაპირისპირებას ემსახურება. მათივე შეფასებით, ხელისუფლება ცდილობს, ოპონენტებს აჩვენოს, რომ მათ საკანონმდებლო ინიციატივებს ქვეყანაში ბევრი მხარდამჭერი ჰყავს. ოპოზიციისა და პოლიტოლოგთა ნაწილის შეფასებით, ხელისუფლების აღნიშნული აქცია არის არა ძალის, არამედ სისუსტის გამოვლინება.