არასამთავრობო სექტორისა და სამოქალაქო საზოგადოების ნაწილი ევროკავშირს მოუწოდებს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პოლიტპატიმრის აღიარების შესახებ რეზოლუცია შეიმუშაოს და მის გათავისუფლებაზე მკაფიო მოთხოვნა დააფიქსიროს. გარდა ამისა, მესამე სექტორის ნაწილი ევროკავშირს სთხოვს, რომ ის პირები დაასანქცირონ, რომლებიც საქართველოს ევროინტეგრაციას ხელს უშლიან. არასამთავრობო სექტორისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა ოფიციალურ წერილს ხელი მოაწერეს და ევროკავშირის ოფისში შეიტანეს.