ელექტროენერგიის ექსპორტი თითქმის 15-ჯერ გაიზარდა, იმპორტი კი შემცირდა, თუმცა მნიშვნელოლვნად არის გაზრდილი იმპორტირებული ელექტროენერგიის ფასი. მაგალითად წელს 3 თვეში, საქართველომ დაახლოებით 438 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგიაში მილიონ 856 ათასი დოლარი გადაიხადა, 2023 წლის 3 თვეში კი დაახლოებით 600 მლნ კვტ.სთ შეიძინა და გადახდილმა თანხამ 762 ათასი დოლარი შეადგინა. რაც შეეხება ექსპორტს, წელს იანვარ-მარტში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტი თითქმის, 15-ჯერ გაიზარდა. კერძოდ, სტატისტიკის მიხედვით, წელს 3 თვეში ქვეყნიდან დაახლოებით 20 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგია გავიდა, წინა წლის იანვარ-მარტში სულ მილიონ 359 ათასი კვტ-სთ. როგორც სტატისტიკა ცხადყოფს, საქართველოში ელექტროენერგიის ძირითადი იმპორტიორები აზერბაიჯანი და რუსეთი არიან, ხოლო ექსპორტზე ელექტროენერგია გადის აზერბაიჯანსა და სომხეთში. ასევე, უმნიშვნელო მოცულობით, ელექტროენერგიის ექსპორტი თურქეთშიც განხორციელდა.