სამ თვეში საქართველოდან უცხოეთის 54 მოქალაქე გააძევეს. ამის შესახებ სტატისტიკურ ონაცემებს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. წელს საქართველოდან გაძევებულ მოქალაქეთა რაოდენობის მიხედვით, პირველ ადგილზე 11 მოქალაქით, ერაყი ლიდერობს. ამავე პერიოდში საქართველოდან ირანის 7, რუსეთის - 5, ლიბიის - 5, ნიგერიის - 5 და ინდოეთის - 4 მოქალაქე გააძევეს. დოკუმენტიდან ირკვევა, რომ ყველაზე მეტი გაძევებული ადამიანი 16-40 წლამდე ასაკობრივ კატეგორიას მიეკუთვნება და ეს რიცხვი 24-ს შეადგენს. ამასთან, ქვეყნის ტერიტორია 4 არასრულწლოვანს დაატოვებინეს. რაც შეეხება წინა წლებს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2023 წელს ქვეყნიდან 190 პირი გააძევეს, 2022 წელს - 165, 2021 წელს კი 77.