რამდენიმე დღე რჩება 29 აპრილამდე მაშინ როდესაც "ქართული ოცნება" პარლამენტის წინ საყოველთაო სახალხო შეკრების მოწყობას გეგმავს. ამის პარალელურად საკანონმდებლო ორგანოში სავარაუდოდ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა ჩატარდება, სადაც დეპუტატები უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტს მუხლობრივად, მეორე მოსმენით განიხილავს.საპარლამენტო უმრავლესობა კვლავ ხისტ პოზიციაზეა. ისინი კანონპროექტის უკან გაწვევას არ აპირებენ და საკითხის მუხლობრივი განხილვისთვის ემზადებიან.პარალელურად უცნობია ოპოზიციის გეგმა, თუმცა ისინი ამბობენ რომ ყველგან საკუთარი პოზიციას დააფიქსირებენ.