ჩინეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, პრეზიდენტი სი ძინპინი სერბეთში ჩავიდა. ჩინეთის პრეზიდენტს ბელგრადის ნიკოლა ტესლას აეროპორტში სერბეთის პრეზიდენტი, ალექსანდრ ვუჩიჩი დახვდა. სი ძინპინის განცხადებით, ჩინეთსა და სერბეთს ღრმა, ტრადიციული მეგობრობა აკავშირებთ. მისივე თქმით, ორმხრივმა ურთიერთობამ ცვალებად საერთაშორისო გარემოს გამოცდას გაუძლო და ერებს შორის ურთიერთობის შესანიშნავი მაგალითი გახდა. შეგახსენებთ, სერბეთში ჩასვლამდე სი ძინპინი საფრანგეთში იმყოფებოდა, სადაც ემანუელ მაკრონს შეხვდა. ჩინეთის პრეზიდენტი სერბეთის შემდეგ უნგრეთს ეწვევა.