რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საფრანგეთს აფრთხილებს, რომ უკრაინაში სამხედროების გაგზავნის შემთხვევაში, ისინი რუსული არმიის სამიზნე გახდებიან. მარია ზახაროვას განცხადებით, თუ ფრანგები კონფლიქტის ზონაში გამოჩნდებიან, ისინი რუსეთის შეიარაღებული ძალების სამიზნეები აუცილებლად იქნებიან. საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთი უკრაინაში მოკლულებს შორის საფრანგეთის მოქალაქეების მზარდ რაოდენობას უკვე ხედავს. შეგახსენებთ, თებერვალში საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ უკრაინაში სახმელეთო ძალების გაგზავნას არ გამორიცხავს.