შალვა პაპუაშვილი “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” შესახებ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციებსა და 2019 წლის 20 და 21 ივნისის აქციებს შორის პარალელს ავლებს. პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ პროტესტის მონაწილეები პარლამენტში შეჭრას ახლაც ისე ცდილობენ, როგორც მაშინ, რაც მისი შეფასებით ანტისახელმწიფოებრივი ქმედებაა. პაპუაშვილის განცხადებას ოპოზიციაში ირონიითა და კრიტიკით პასუხობენ. ხელისუფლების ოპონენტებისთვის გაუგებარია, როგორ ახერხებს “ქართული ოცნება” ყველა განცხადებისა თუ გადაწყვწტილების ისე გაგებას, როგორც თავად სურს. ხატია სამხარაძე თემის დეტალებით.