"ჭავჭავაძის ცენტრის" მკვლევარს გია ჯაფარიძეს, რომელსაც უცნობი პირები ფიზიკურად გაუსწორდნენ, ქალატვინის ტრავმა აქვს, მისი მდგომარეობა სტაბილურია და უტარდება კვლევები.
შესაბამისი განცხადება ხეჩინაშვილის კლინიკის ექიმმა გააკეთა.
მისივე თქმით, ჯაფარიძე სავარაუდოდ, დღეს კლინიკაში დარჩება.
"ჯაფარიძის ზოგადი მდგომარეობა სტაბილურია. იმყოფება დაკვირვების ქვეშ.უტარდება კლინიკოლაბორატორიული კვლევები.
არის ქალა-ტვინის ტრავმა, ნახეთქი ჭრილობა თავის არეში. დაზიანებებია თავის და სახის არეში", - დასძინა ექიმმა ივანე ავაზაშვილმა.
"ჭავჭავაძის ცენტრის" მკვლევარს, გია ჯაფარიძეს გვიან ღამით დაესხნენ თავს. როგორც მისი ძმა, "გირჩი-მეტი თავისუფლებას" ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს, მას რამდენიმე პირი ფიზიკურადსადარბაზოსთან გაუსწორდა.