საერთაშორისო პარტნიორები „ქართულ ოცნებას“ ე.წ. გამჭვირვალობის კანონპროექტის გამო კვლავ მწვავედ აკრიტიკებენ. აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერი აცხადებს, რომ ამერიკული მხარისთვის შემაშფოთებელია არამხოლოდ კანონპროექტი, არამედ „ქართული ოცნების“ ანტიდასავლური რიტორიკა. მეთიუ მილერის გარდა, საქართველოს ხელისუფლება ლიეტუვას პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამაც გააკრიტიკა. ის საქართველოს ხელისუფლებას “გონზე მოსცვლისკენ“ მოუწოდებს და ამბობს, რომ კანონპროექტი, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ დააინიცირა, ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესს საფრთხეს უქმნის. მისივე განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ კანონპროექტი კანონად იქცევა, ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაცია ნამდვილად შეჩერდება.