საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ევროპის დღესთან დაკავშირებულ მიმართვაში განაცხადა, რომ ევროპული გაერთიანების მიზანია, საქართველო თავისი უნიკალური კულტურითა და ტრადიციებით, ევროკავშირის ოჯახის სრულფასოვანი ნაწილი გახდეს. მანვე საზოგადოებას ევროკავშირის გზაზე დარჩენისკენ მოუწოდა - ჰერჩინსკი საქართველოს საზოგადოებას არწმუნებს, რომ ამ გზაზე ევროკავშირის საქართველოს გვერდით დგას. როგორც ელჩმა აღნიშნა, საქართველო პირველად აღნიშნავს ამ დღეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსით. ჰერჩინსკის განცახდებით, ევროკავშირის სრულფასოვანი წევრობისთვის საქართველომ ევროკავშირის ღირებულებებისადმი ერთგულება უნდა გამოავლინოს და საჭირო რეფორმები განახორციელოს.