მიკროსაფინანსოების წინააღმდეგ მომხმარებლებმა 3 თვეში 220 საჩივარი დაწერეს, ხოლო მხოლოდ მარტში - 62 საჩივარი, საიდანაც 27 სალომბარდე სესხებზე მოდის, 16 სამომხმარებლო სესხებზე, 5 მომენტალურ განვადებაზე, 2- იპოთეკურზე, ხოლო 2 - ავტოსესხებზე. პრეტენზიების შინაარსის მიხედვით, 2024 წლის ორ თვეში შესული საჩივრებიდან 26 ჯარიმებსა და ვადაგადაცილებულ საკომისიოებს ეხებოდა, 23 - ადმინისტრაციულ მომსახურებას, 2 - თანამშრომლის მიერ არასწორად მიწოდებული ინფორმაციას, 2- საპროცენტო შენატანებს, 1- ტრანზაქციებს, ხოლო 1იც - ეთიკის კოდექსთან დაკავშირებულ საკითხებს. ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, 2024 წლის მარტში დაფიქსირებული 62 საჩივარიდან - 27 უსაფუძვლოდ იქნა მიჩნეული, 27 საფუძვლიანად და გადაწყდა მომხმარებლის სასარგებლოდ, ხოლო 8 საჩივართან დაკავშირებით განხილვა არ არის დასრულებული. აღსანიშნავია, რომ მომხმარებელთა ცხელი ხაზი ეროვნულ ბანკში 2011 წლიდან მოქმედებს. პრეტენზიების სტატისტიკაც ამის შემდეგ იწარმოება, თავდაპირველად მხოლოდ ბანკები, შემდეგ კი მიკროსაფინანსო სექტორიც დაემატა.