რუსეთმა ბენზინის ექსპორტზე მოქმედი აკრძალვა შესაძლოა, დროებით შეაჩეროს. ფედერაციის ენერგეტიკის სამინისტრომ მთავრობას წინადადებით მიმართა, ბენზინის ექსპორტის აკრძალვა დროებით შეაჩეროს. მინისტრთა კაბინეტი ამ ინიციატივას უახლოეს მომავალში განიხილავს. შეგახსენებთ, რომ აკრძალვა მარტიდან მოქმედებს. როგორც რუსეთის ვიცეპრემიერის მოვალეობის შემსრულებელი, ნოვაკი ადგილობრივ მედიასთან ამბობს, რუსეთის ბენზინის ბაზარი მიწოდებით გადაჭარბებულია, ამიტომ მთავრობა ენერგეტიკის სამინისტროს წინადადებას უახლოეს მომავალში განიხილავს. რუსეთში ბენზინის წარმოებამ კლება, მათ შრის, ნავთობის ინფრასტრუქტურაზე უკრაინული დრონების თავდასხმების სერიის შემდეგ დაიწყო. თუმცა, “როსსტატის” მონაცემებით, 22-დან 28 აპრილამდე ქვეყანაში ბენზინის წარმოება 4,5%-ით, 816 ათას ტონამდე, ხოლო დიზელის 3,7%-ით, მილიონ 66 ათას ტონამდე გაიზარდა. შარშანდელ 24-დან 30 აპრილამდე პერიოდში ბენზინის წარმოების მოცულობა უფრო დაბალი იყო. ცნობისთვის: ფედერაციის მთავრობამ გაზაფხულსა და ზაფხულში მოთხოვნის ზრდის ნიველირების მიზნით ბენზინის ექსპორტი 1 მარტიდან ექვსი თვის ვადით აკრძალა. ბენზიზე მოთხონა რუსეთში საზაფხულო შვებულებებისა და საველე სამუშაოების სეზონზე, ასევე, გადამამუშავებელ ქარხნებში დაგეგმილი რემონტის დროს იზრდება, რისი კომპენსირებაც ხდება საჭირო. შეზღუდვა არ ეხება ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ქვეყნებს, ასევე, მონღოლეთს, უზბეკეთსა და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებს.რუსეთიდან ბენზინის ექსპორტი 21 სექტემბრიდან 17 ნოემბრის ჩათვლით გასულ წელსაც აიკრძალა, რომ საავტომობილო საწვავის შიდა ბაზარზე ფასები დასტაბილურებულიყო.