დასავლეთი ბიძინა ივანიშვილის შესაძლო დასანქცირებაზე ალაპარაკდა. ე.წ. „გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტი ევროპელი და ამერიკელი ლიდერებისათვის იმდენად მიუღებელი აღმოჩნდა, რომ ისინი შეშფოთებით აღარ შემოიფარგლებიან და ქმედითი ნაბიჯების გადადგმას არაერთი მიმართულებით განიხილავენ - მათ შორის, საუბარია ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის სავარაუდო გაუქმებასა და კანდიდატის სტატუსის გაწვევაზე.