აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ისრაელს დაემუქრა, იმ შემთხვევაში, თუ ისრაელი ქალაქ რაფაჰზე ფართო იერიშს დაიწყებს, აშშ დამატებითი სამხედრო აღჭურვილობის მიწოდებას შეუზღუდავს. აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, მან ეს ისრაელის მთავრობის მეთაურს, ბენიამინ ნეთანიაჰუს, მკაფიოდ განუცხადა. ბაიდენმა თავისი გადაწყვეტილება ღაზას სექტორის მშვიდობიანი მოსახლეობის მდგომარეობის გათვალისწინებით დაასაბუთა. მისივე თქმით, ღაზის სექტორის მჭიდროდ დასახლებულ რეგიონში სამხედრო შეჭრა არასწორი ქმედება იქნება. თუმცა მანვე თქვა, რომ ისრაელის დაცვისთვის ვალდებულებას კვლავ გრძნობს და ე.წ. „რკინის გუმბათისა“ - სხვა თავდაცვით იარაღს ამ ქვეყანას მომავალშიც მიაწვდის.