დღეს, 21:00 საათზე ათონელის ქუჩაზე, საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით, ევროპის დღის აღსანიშნავი ღონისძიება გაიმართება.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ღონისძიება გაიხსნება საქართველო - ევროკავშირის ჰიმნებით.სიტყვით გამოვლენ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და ევროკავშირის ელჩი საქართველოში პაველ ჰერჩინსკი.