დასავლელი პარტნიორები ბიძინა ივანიშვილის სანქცირების აუცილებლობაზე ღიად საუბრობენ. “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტი ევროპელი და ამერიკელი ლიდერებისათვის იმდენად მიუღებელია, რომ ისინი შეშფოთებით აღარ შემოიფარგლებიან და ქმედითი ნაბიჯების გადადგმას აქტიურად განიხილავენ. საუბარია უვიზო რეჟიმის სავარაუდო გაუქმებასა და კანდიდატის სტატუსის გაწვევაზე. დასავლელი ლიდერები 8 მაისს, თბილისში აქტივისტებსა და პოლიტიკოსებზე მომხდარ თავდასხმასაც ეხმაურებიან. ისინი აღნიშნულ შემთხვევებს “ქართულ ოცნებას” უკავშირებენ და აცხადებენ, რომ ეს ფაქტები უყურადღებოდ არ დარჩება. ხატია სამხარაძე თემის დეტალებით.