უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ევროკავშირის გაფართოება იმ სახელმწიფოების ჩამონათვალს უნდა გასცდეს, რომლებსაც უკვე აქვთ კანდიდატის სტატუსი. უკრაინული მედიის ინფორმაციით, ზელენსკიმ ევროპარლამენტის პრეზიდენტ რობერტა მეცოლასთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ უკრაინა მალე ევროკავშირის ნაბიჯებს დაელოდება, რომლებიც აუცილებელია გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დასაწყებად, მაგრამ ევროკავშირის გაფართოება ასევე უნდა გავრცელდეს ევროპის სხვა სახელმწიფოებზეც.