რუსეთში, კალუგის ოლქში გუშინ, ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა. რამდენიმე რუსული „ტელეგრამ“ არხი იუწყება, რომ ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის, მიდამოებში აფეთქებების ხმები ისმოდა. ადგილობრივების განცხადებით, ამის შემდეგ ნავთობის საცავის ტერიტორიაზე ცეცხლი და კვამლი გამოჩნდა. “ტელეგრამ“ არხი Astra იუწყება, რომ ქარხნიდან ღამით თანამშრომლების ევაკუაცია განხორციელდა.