ე.წ. გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის გამო „ქართული ოცნების“ მიმართ სტრატეგიული პარტნიორების საკმაოდ მწვავედ კრიტიკა გრძელდება. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი, მეთიუ მილერი ახლა უკვე ღიად აცხადებს, რომ საქართველოს მთავრობამ კურსი უნდა შეცვალოს. ამავდროულად, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ ევროკავშირი მხარს უჭერს ქართველი ხალხის სურვილს, გახდეს დემოკრატიული და თავისუფალი საზოგადოების ნაწილი. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის კრიტიკულ გზავნილებს დღეს ქართველი პოლიტიკოსები გამოეხმაურნენ. რას აცხადებენ ქართველი დეპუტატები