პარლამენტში იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა მიმდინარეობს, რომელზეც „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანაზე მსჯელობენ. კომიტეტის სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრები და ოპოზიცია ერთმანეთს სიტყვიერადაც დაუპირისპირდნენ. ამის მიზეზი კითხვის დასმისთვის გამოყოფილი არასაკმარისი დრო იყო, რაც ოპოზიციონერმა დეპუტატმა, შალვა შავგულიძემ გააპროტესტა და დარბაზი ამის გამო, პროტესტის ნიშნად დატოვა.