11 მაისს, თბილისში ე.წ.“ გამჭვირვალობის” შესახებ კანოპროექტის საწინააღმდეგო აქციას ოპოზიცია, არასამთავრობო სექტორი და ასევე სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები შეუერთდებიან. პროტესტის მონაწილეები აცხადებენ, რომ “ქართულ ოცნებას” მშვიდობიანი მანიფესტაციით საკუთარ ხმას კიდევ ერთხელ გააგონებენ და აჩვენებენ, რომ ქართველი ხალხის უცვლელი არჩევანი სწორედ ევროპაა. მათივე განმარტებით, ხელისუფლება კრიტიკული აზრის ჩახშობას ძალადობით ცდილობს, რაც მისი დასასრულის დასაწყისია.