გერმანია უკრაინის ენერგეტიკული სექტორის სწრაფი აღდგენისთვის 45 მილიონი ევროს ოდენობის გრანტს გამოყოფს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, საგრანტო ხელშეკრულება ენერგეტიკის სამინისტროში, უკრაინის ენერგეტიკის მინისტრის, ჰერმან გალუშჩენკოსა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალურ მინისტრს შორის შეხვედრისას გაფორმდა. გალუშჩენკოს თქმით, მიღებული თანხით ეროვნული ენერგეტიკული კომპანია „უკრენერგოს“ ენერგოეფექტური მოდერნიზაცია, ავტომატიზაცია და ქვესადგურების რეკონსტრუქციის აღჭურვილობის შეძენა იგეგმება. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, „უკრენერგომ“, საერთო ჯამში, გერმანიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით, ელექტროგადამცემი ქსელის აღდგენისა და განვითარებისთვის, გრანტისა და სესხის სახით, 177 მილიონ ევროზე მეტი მოიზიდა.