ისრაელის რკინის გუმბათმა ღაზას სექტორის ქალაქ რაფაჰის ტერიტორიიდან გაშვებული ორი რაკეტა მოიგერია. მანამდე, პალესტინელმა ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ გასულ ღამეს ისრაელის ძალებმა რაფაჰი დაბომბეს. რაფაჰში მყოფი მოსახლეობა აცხადებს, რომ ისრაელის მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად სულ მცირე 3 ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა. ქალაქის საბრას რაიონში ისრაელის საჰაერო თავდასხმას კი სულ მცირე 12 ადამიანი, მათ შორის ქალები და ბავშვები ემსხვერპლნენ.