1. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა დიმიტრი ჩიქოვანმა კლინიკა დატოვა. მან მასზე თავდასხმის ინციდენტთან დაკავშირებით მედიასთან კიდევ ერთხელ ისაუბრა. ბოლო დღეების განმავლობაში მოქალაქეებზე მომხდარი ფიზიკური ანგარიშსწორების ფაქტებზე შეფასებები კეთდება პოლიტიკოსების მხრიდან. ოპოზიცია მომხდარში "ქართულ ოცნებას" ადანაშაულებს და მას პოლიტიკურ თავდასხმად აფასებს. საკითხზე საუბრობენ უმრავლესობის წარმომადგენლებიც.