„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის საპროტესტოდ თბილისში, ხვალ, 11 მაისს, საპროტესტო აქცია გაიმართება. ორგანიზატორების ინფორმაციით, მოეწყობა ევროპის მარში 19 საათზე 4-ი სხვადასხვა ლოკაციიდან. ესენია, რესპუბლიკის მოედანი, მარჯანიშვილის მოედანი, მეტრო 300 არაგველი და მშობლების მარში – წერეთლის გამზირი, ექსპო ჯორჯია. აქციის მონაწილეები ოთხივე ლოკაციიდან ერთდროულად დაიძვრებიან და ევროპის მოედნზე გაერთიანდებიან.