საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ევროკავშირის უმაღლესი წარმომდგენლის ჯოზეფ ბორელის განცხადრბით, ესპანეთი, ირლანდია და ევროკავშირის სხვა წევრი ქვეყნები 21 მაისს პალესტინის სახელმწიფოს აღიარებას გეგმავენ. ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა მარტში განაცხადა, რომ ესპანეთი და ირლანდია, სლოვენიასთან და მალტასთან ერთად, შეთანხმდნენ, გადაედგათ პირველი ნაბიჯები ისრაელის გვერდით პალესტინის სახელმწიფოს აღიარებისკენ, რადგან ორი სახელმწიფოს პრინციპზე დაფუძნებულ გადაწყვეტას ხანგრძლივი მშვიდობისთვის არსებითად თვლიდნენ. ესპანურ რადიოსადგურ RNE-სთან ინტერვიუში კითხვაზე, აღიარებენ თუ არა 21 მაისს ესპანეთი, ირლანდია და ევროკავშირის სხვა ქვეყნები პალესტინის სახელმწიფოს, ბორელმა დადებითი პასუხი გასცა. მანვე ამ კონტექსტში სლოვენიაც ახსენა.