პოლიტიკოსებსა და სამოქალაქო აქტივისტებზე თავდასხმის ფაქტებს ოპოზიციური პარტიის წევრები ეხმაურებიან. როგორც მმართველი გუნდის ოპონენტები განმარტავენ, მსგავსი ქმედებები ქართული ოცნების ხელწერას გავს და ძალადობაც მათი წახალისებულია. ოპოზიციონერი პოლიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ქართული ოცნება მოძალადე ხელისუფლებად გადაიქცა და სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას მუქარითა და შანტაჟით პასუხობს. ხელისუფლების ოპონენტების თქმით, ეს ქმედებები რუსული მმართველობის რეჟიმს ემყარება.