“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტი და თბილისში მომხდარი ძალადობის ფაქტები კვლავ იწვევს დასავლეთის შეშფოთებას.
ამჯერად ხელისუფლებას აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯიმ ობრაიენი აკრიტიკებს.
ო’ბრაიენის განმარტებით, აშშ ღრმად შეწუხებულებულია იმ ადამიანებზე ძალადობითა და დაშინებით, ვინც კრემლის მიერ შთაგონებულ კანონპროექტს ეწინააღმდეგება.
ამის პარალელურად, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ავრცელებს განცხადებას, რომლის თანახმად, ჯიმ ობრაიენი საქართველოსა და მონტენეგროს 14-17 მაისს ეწვევა.