ქართველი და აფხაზი მწერლების რომანები ნიდერლანდურ ენაზე ითარგმნა.
საზოგადოების წინაშე წიგნის წარდგინება ნიდერლანდების სამეფოში, საქართველოს საელჩოში მოხდა. ქართველი გურამ ოდიშარიასა და აფხაზი დაურ ნაჭყებიას ნაწარმოებები არჩილ ჯავახაძემ თარგმნა. პრეზენტაციას ნიდერლანდების სამეფოსა და საფრანგეთში მცხოვრები ემიგრანტების გარდა, ჰოლანდიელი წიგნის მოყვარულებიც დაესწრნენ.
უკვე ცნობილია ისიც, რომ გურამ ოდიშარიას მოთხრობების მიხედვით შექმნილ პიესაზე ნიდერლანდების სამეფოში არსებულ ქართულ სამოყვარულო თეატრში „ათინათი“ სპექტაკლს ლიეტვაში მოღვაწე ქართველი რეჟისორი ბადრი წერედიანი დადგავს.
ლიტერატურული საღამოს დასასრულს მომღერალმა ლაშა ღლონტმა სტუმრებთან ერთად სიმღერა „საქართველო ლამაზო“ შეასრულა.
ერთი ყდის ქვეშ ნიდერლნდურ ენაზე ნათარგმნი ქართულ-აფხაზური რომანების გამოცემის ორგანიზატორი ნიდერლანდების სამეფოში მცხოვრები, ფონდ World of Diaspora-ს დამფუძნებელი ლალი ბუთბაიაა.