თსუ-ის პირველ კორპუსთან სტუდენტები განცხადებას ავრცელებენ და ამბობენ, რომ სასწავლო პროცესისთვის ბოიკოტის გამოცხადებაზე საუბრობენ - მიზეზი ბოლო პერიოდში ქვეყანაში განვითარებული მოვლენებია. კერძოდ, საუბარია ისინი ე.წ. გამჭვირვალობის კანონპროექტზე და სტუდენტები ასევე აპროტესტებენ შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან, როგორც თავად ამბობენ, მოქალაქეებზე ძალადობას, შანტაჟსა და მომიტინგეთა დაკავებებს.