რესპუბლიკის მოედანზე, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის გასაპროტესტებლად მოქალაქეები იკრიბებიან. ისინი მსვლელობით ევროპის მოედნისკენ გაემართებიან.
„ევროპის მარში - ევროპის კვირაში“ - ასე ჰქვია მსვლელობას, რომელსაც მოქალაქეები თბილისის 4 სხვადასხვა ადგილიდან შეუერთდებიან.
აქციის მონაწილეები საბოლოოდ ევროპის მოედანზე შეიკრიბებიან.
„კი ევროპას! არა რუსულ კანონს!" - ეს არის დემონსტრანტების მთავარი ლოზუნგი.